სტამბოლში მდებარე ბერძნულ ჰოსპიტალში ხანძარი გაჩნდა. ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების ევაკაუცია ვერტმფრენებით მოხდა, მათ გამოყვანაში პოლიციელებს და მეხანძრეებს ადგილობრივები ეხმარებოდნენ. 102 პაციენტი სხვა რეგიონულ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას.
ამ ეტაპზე ხანძრის მიზეზი და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია უცნობია.