ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხელისუფლებამ პირველი აგვისტოდან რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება შეაჩერა.
ასევე პირველი აგვისტოდან შეჩერდა ორ ქვეყანას შორის შეთანხმების პროცესი ეკონომიკის, სამეცნიერო-ტექნოლოგიების, ჰუმანიტარულ და კულტურული თანამშრომლობის სფეროებში კომისიების შექმნის შესახებ.
მანამდე, 16 მაისს ლატვიასა და რუსეთს შორის მოქმედი 13 ხელშეკრულება შეჩერდა. ამასთან ლატვიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მცხოვრებ რუს სამხედრო პენსიონერებსა და მათი ოჯახის წევრებს სოციალური დახმარება შეუჩერდათ.