ჩინეთმა ტაივანზე G7-ის განცხადების გამო, ევროპული ქვეყნების ელჩები დაიბარა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტაივანის შესახებ, G7-ის განცხადების გამო, ევროპელი ელჩები დაიბარა. ამის შესახებ Associated Press წერს. 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა ხუთშაბათს საღამოს შედგა. ჩინეთის ხელისუფლებამ, დიპლომატებთან შეხვედრაზე „ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით“ G7-ის პოზიცია გააპროტა. რომელი ევროპული სახელმწიფოების ელჩები დაიბარეს, არ ზუსტდება. 

მანამდე ჩინეთმა G7-ის განცხადების გამო, საგარეო საქმეთა მინისტრსა და მის იაპონელ კოლეგას შორის დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. 


 გაეცანით Europetime-ის სტატიას