თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდორანის განცხადებით, სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ანკარასა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები რეგიონს შვებას მოუტანს. მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრა „ძალიან მნიშვნელოვანი“ იქნება რეგიონში თურქეთისა და რუსეთის მიერ შესრულებული როლის გამოსაკვეთად. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ერდოღანი და პუტინი რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს, ასევე, თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს განიხილავენ.
ლიდერები პირისპირ შეხვედრას გამართავენ, შემდეგ კი, დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებენ.