ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პატრიარქის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საპატრიარქოში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ინტენსიური ტესტირება,
აღნიშნული განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის კოვიდინფიცირების ფაქტს გამოეხმაურა.
„ამ კომპონენტში მნიშვნელოვანი არის, რომ დაცული იყოს უსაფრთხოების ყველა ზომა, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება გეგმა, რომ აუცილებლად ჩატარდეს ინტენსიური ტესტირება, რათა უზრუნველვყოთ პატრიარქის უასაფრთხოება. ჯერჯერობით დამატებითი ცნობები არ არის მიღებული, მაგრამ როგორც კი გვექნება ინფორმაცია, მოსახლეობისთვის გავხდით საჯაროს“, – განაცხადა მინისტრმა.