ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ევროკავშირი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დამატებით 300 მილიონ დოზას შეისყიდის, რაც კონტრაქტით გათვალისწინებული დოზებს ორჯერ აღემატება. ინფორმაციას სააგენტო DW ავრცელებს.
75 მილიონი დოზა მიმდინარე წლის მეორე კვარტლისთვის, დანარჩენი კი - მესამე და მეოთხე კვარტლებში იქნება ხელმისაწვდომი.
ევროკავშირს კორონავირუსის საწინააღმდეგო კანდიდატი ვაქცინების 2.3 მილიარდი დოზის შესყიდვაზე ხელშეკრულებები 6 კომპანიასთან აქვს გაფორმებული.