ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის დასახმარებლად დამატებით $1 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობოთ წერს, რომ სამხედრო დახმარების პაკეტში მძიმე იარაღი შედის. ამასთან, დახმარების პაკეტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას თეთრი სახლი 8 აგვისტოს გაავრცელებს.
ანონიმური წყარო აღნიშნავს, რომ აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დამატებით $1 მილიარდის ღირებულების დახმარების პაკეტზე ჯერ ხელი არ მოუწერია და ხელმოწერამდე პაკეტის მოცულობა და მასში შემავალი იარაღის ნუსხა შესაძლოა, შეიცვალოს.
მანამდე, აშშ-მ უკრაინისთვის დამატებით $550 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა.
პენტაგონი იუწყება, რომ მთლიანობაში, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას უსაფრთხოებისთვის დაახლოებით, 8,8 მილიარდი დოლარის დახმარება გამოყო. 2014 წლიდან შეერთებულმა შტატებმა 10 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაიღო.