ელონ მასკი გახდა ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში, მისმა ქონებამ 185 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
Tesla და SpaceX აღმასრულებელი დირექტორი, უმდიდრეს ადამიანებს შორის დასახელდა პირველ ადგილზე მას შემდეგ, რაც შვიდ იანვარსს Tesla- ს აქციების ფასი გაიზარდა. მასკის ელექტრომობილების კომპანია, Tesla-ს, ფასმა წელს მოიმატა და ოთხშაბათს პირველად 700 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ამრიგად, ავტომობილების მწარმოებელი კომპანიაის საბაზრო ღირებულება უფრო მეტი გახდა, ვიდრე Toyota, Volkswagen, Hyundai, GM და Ford ერთად აღებული.
მასკმა სიახლეზე ჩვეულ სტილში გამოხატა რეაქცია Twitter-ზე: