პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი, ლატვიაში უკრაინის საკითხების განსახილველად ჩავიდა.
„თვითმფრინავი დაეშვა რიგაში, ლატვიაში. მოუთმენლად ველი ლატვიის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას, რათა განვიხილოთ უსაფრთხოების საკითხები რეგიონში და უკრაინისთვის შემდგომი მხარდაჭერა“, - წერს ოსტინი Twitter-ზე.
ბოლო 20 წელის განმავლობაში, ლატვიაში ეს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პირველი ვიზიტია.