აშშ თვლის, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა ირანში დრონების მართვის შესწავლა დაიწყეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი უკრაინაში ომისთვის სისტემების შეძენას გეგმავს. ინფორმაციას CNN ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როდესაც ჟურნალისტებს უპილოტო თვითმფრინავების შესახებ ჰკითხეს, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გასულ თვეში განაცხადა, რომ რუსეთს „ამ საკითხზე კომენტარი არ აქვს“.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გასულ თვეში განაცხადა, რომ რუსეთს „ამ საკითხზე კომენტარი არ აქვს“. CNN-მა პირველად გასულ თვეში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული დელეგაცია ივნისის შემდეგ ცენტრალურ ირანში მდებარე აეროდრომს სულ მცირე ორჯერ ეწვია.
ზაფხულში ჯერ ლავროვი და შემდეგ პუტინი სტუმრობდნენ მოკავშირე ირანს, სადაც ჩასვლამდე გავრცელდა თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი შესაძლოა, ემზადებოდეს, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს.
ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის.