საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ტყის მასივებზე მასშტაბური ხანძარი გავრცელდა. როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი, ცეცხლმა 6000 ჰა ფართობი მოიცვა.
ცეცხლმა ათობით საცხოვრებელი სახლი გადაწვა, ევაკუირებულია ათასობით მოსახლე.
სტიქიის ადგილზე 1000-მდე მეხანძრეა მობილიზებული. ამასთან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სპეცტექნიკა და ავიაცია.