დანია დიდ ბრიტანეთში 130 ინსტრუქტორს გაგზავნის უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებაში დასახმარებლად. ამის შესახებ დანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. მისივე თანახმად, დანია ბრიტანეთის ხელმძღვანელობით მიმდინარე სასწავლო პროექტს მხარს დაუჭერს.
- ბრიტანეთი 1500-მდე უკრაინელი ჯარისკაცს წვრთნის
- კანადა დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლად სამხედროებს გზავნის
2022 წელს დანია უკრაინელი სამხედროების მომზადების მხარდასაჭერად $137,000 მილიონს გამოყოფს. მანამდე შვედეთმა და ფინეთმაც განაცხადეს, რომ თავიანთ ინსტრუქტორებს უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად ბრიტანეთში გაგზავნიან. უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების პირველი ჯგუფი დიდ ბრიტანეთში ივლისის დასაწყისში ჩავიდა.