რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერება ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრი იერმაკმა.
„სსრკ-ის ნამდვილი მკვიდრი უნდა იყოს იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან. რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვა ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია. დავეხმაროთ რუსებს, რომ აღადგინონ საბჭოთა კავშირი მის საზღვრებში“, - ამბობს ანდრი იერმაკი.
მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირსა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. მისივე თქმით, რუსების უმრავლესობა უკრაინის წინააღმდეგ ომს უჭერენ მხარს.
„მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის უფლება, სანამ არ ისწავლიან პატივისცემას“, - წერს კულება Twitter-ზე.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.