უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუს ტურისტებს აფრთხილებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში მოწევის სახიფათო შედეგებისგან მზისგან დამცავი საშუალება არ დაიცავს.
„თუ არ სურთ არასასიამოვნო დასვენება ცხელი ზაფხულის პერიოდში, ვურჩევთ ჩვენს ძვირფას რუს სტუმრებს, ნუ ჩავლენ უკრაინულ ყირიმში, რადგან მზისგან დამცავი საშუალება არ დაგიცავთ მოწევის სახიფათო შედეგებისგან“, - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, CNN-მა დაადასტურა ვიდეოს ავთენტურობა, რომელიც სოციალურ მედიაში სამშაბათს საღამოს გავრცელდა. აფეთქებების მიზეზი გაურკვეველი რჩება. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე მიუთითა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ აფეთქებები საავიაციო საბრძოლო მასალისგან იყო გამოწვეული.
ოკუპირებული ყირიმის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ცხრა კი, დაშავდა.