კოპენჰაგენში გამართულ კონფერენციაზე შეხვედრის შედეგად, შვედეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის საჭიროებისთვის იარაღის წარმოება დაუშვა.
კოპენჰაგენში კონფერენციაზე თავდაცვის მინისტრების შეხვედრისას გრძელვადიანი მხარდაჭერის სამი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა. შვედეთს, რომელმაც უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად 120 ინსტრუქტორი უზრუნველყო, უკრაინისთვის იარაღის დამზადება შეუძლია.
„სლოვაკეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა უკვე მიუთითეს, რომ მათ შეუძლიათ, დაეხმარონ იარაღის წარმოებაში. ჩვენ ვსაუბრობთ საწარმოო ხაზების გამოყენებაზე სხვადასხვა ქვეყანაში იარაღის წარმოებისთვის, რომელიც უკრაინას შეიძლება, პირდაპირ მივაწოდოთ“, - ამბობს პიტერ ჰულტკვისტი.
მანამდე შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეუერთდება იმ ქვეყნების სიას, რომლებიც დიდ ბრიტანეთში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებაში მონაწილეობენ.