თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს სირიელ კოლეგასთან პირველი ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა. ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ კომუნიკაცია ბელგიაში გამართულ შეხვედრაზე შედგა. იუწყება თურქული გამოცემა Daily Sabah-ი.
„ოპოზიცია და რეჟიმი როგორღაც უნდა შევკრიბოთ შერიგების მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში გრძელვადიანი მშვიდობა არ იქნება“, - განაცხადა თურქმა დიპლომატმა. ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა ძლიერი ცენტრალური ადმინისტრაციის აუცილებლობას სირიის დაშლის თავიდან ასაცილებლად და დაამატა, რომ ამის მიღწევა მხოლოდ ერთიანობით იქნება შესაძლებელი.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თურქეთის უმაღლეს დიპლომატს სირიელ ოფიციალურ პირთან ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა, როცა თურქეთი სირიაში ომის დაწყების შემდეგ მხარს უჭერს რიგ ოპოზიციურ ჯგუფებს ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. ასევე, თურქულმა ძალებმა რამდენიმე სასაზღვრო ოპერაცია PKK-სა და YPG-ის წინააღდმდეგ, რომელთაც ანკარა ტერორიტსულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.
ივლისში თურქეთმა, რუსეთმა და ირანმა პირობა დადეს, რომ თანამშრომლობას განაგრძობენ, რათა სირიაში დაამარცხონ დაეში (ისლამური სახელმწიფო) და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები.