რიგი აფეთქებები რუსეთის ტერიტორიაზე, ოკუპირებულ დონეცსა და ბელორუსის „ზიაბრივკას“ აეროდრომზე შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დადგმული პროვოკაციების შედეგი იყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობენ, შეეცადონ საზოგადოების განწყობის მობილიზებას გარკვეული გზით, რადგან ფარული მობილიზაცია მიმდინარეობს და ბრძოლის სურვილს ბევრი არ გამოთქვამს.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ზიაბროვკას“ სამხედრო აეროდრომზე 11 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 00:30 საათიდან სამხედრო ობიექტზე სულ მცირე 8 აფეთქება დაფიქსირდა. ოკუპირებული ყირიმის სამხედრო აეროდრომზე აფეთქება 9 აგვისტოს მოხდა.
შეგახსენებთ, სამშაბათს ოკუპირებულ ყირიმში რუსულ ავიაბაზაზე აფეთქების შემდეგ, New York Times-მა და Washington Post-მა წყაროებად ანონიმურობის პირობოთ მოიყვანეს ოფიციალური პირები, რომ აფეთქებაზე უკრაინული ძალები არიან პასუხისმგებელნი. კიევის მთავრობამ, თავის მხრივ, უარი ოფიციალურად განაცხადა, დაეზუსტებინა, იდგა თუ არა აფეთქებების უკან.
ამასთან, საგულისხმოა, რომ Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკიზე დარტყმა უკრაინამ მიიტანა, თუმცა კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია.