იაპონიაში, სიძუოკას პრეფექტურაში ტაიფუნ „მეარის“ მოახლოების გამო 72 ათასი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა.
ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს მოსალოდნელი ქარიშხლის გამო, შესაძლოა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც შეფერხდეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ევაკუაციის მოთხოვნა საფრთხის მეოთხე დონეს შეესაბამება.
ცნობისთვის, ტაიფუნი „მეარის“ იაპონიისგან სამხრეთით 12 აგვისტოს გაჩნდა.