უცხოური მედია: გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები ამოიღეს

ამერიკული მედიის ინფორმაციით, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები ამოიღეს, მათგან რამდენიმე დოკუმენტს გრიფი „სრულიად საიდუმლო“ ადევს.

როგორც დაზუსტდა, ჩხრეკისას ამოღებულია 20-მდე ყუთი ნივთებით, საქაღალდე ფოტოებით, ხელნაწერი. ასევე ნაპოვნია დოსიე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე.

ტრამპის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ექს-პრეზიდენტმა თანამდებობის დატოვებამდე თავისი უფლებამოსილება გამოიყენა მასალებზე საიდუმლოს გრიფის მოხსნისთვის.

ამასთან, თავად ტრამპი გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.