ესპანეთში, მუსიკალურ ფესტივალზე სცენის ნაწილობრივ ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა

ესპანეთის ქალაქ ვალენსიას სიახლოვეს მუსიკალურ ფესტივალზე სცენის ნაწილობრივ ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ათობით პირი კი დაშავდა

როგორც ცნობილია, დაშავებულთაგან სამმა სერიოზული ტრავმა მიიღო, 14 ადამიანს კი ნაკლები სიმძიმის დაზიანება აღენიშნება. 

„ძალიან შეწუხებულები ვართ იმით, რაც დღეს მოხდა“,- ვკითხულობთ ფესტივალის ორგანიზატორების გაცხადებაში.

ამასთან, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Medusa-ზე, სცენის ნაწილობრივ ჩამონგრევა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის დაზიანებაც ძლიერმა ქარმა გამოიწვია.