ეგვიპტის ეკლესიაში ხანძრისას სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა

Reuters-ის ცნობით, ეგვიპტის ეკლესიაში ხანძრისას სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა, 45 დაშავდა. შემთხვევა ქალაქ გიზაში მოხდა.

ხანძარმა ეკლესიის შესასვლელი ჩაკეტა, რამაც ჭყლეტა გამოიწვია. დაღუპულთა უმეტესობა ბავშვია.

„გულწრფელად ვუსამძიმრებ უდანაშაულო მსხვერპლთა ოჯახებს. ეს ადამიანები ეკლესიაში სალოცავად იყვნენ მისულნი“, - განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ.

გიზა, ეგვიპტის სიდიდით მეორე ქალაქია.