ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა აზიზ ნასირზადემ განაცხადა, რომ თეირანს ერაყთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება სურს.
ნასირზადე ერაყის თავდაცვის უნივერსიტეტის უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულების პრეზიდენტს, გენერალ-ლეიტენანტ საად მიჟერ მოჰსენ ალ-ალაკს შეხვდა.
აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ინტერესების უზრუნველყოფა მოითხოვს ორივე მხარის თანამშრომლობას, რაც ასევე გააძლიერებს ეკონომიკურ კავშირებს. ერაყულმა მხარემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში რეგიონის ყველა ქვეყნის ერთობლივი თანამშრომლობის გაძლიერება აუცილებელი.
ალ-ალაკმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობის გასაძლიერებლად ერაყს, ირანს, სირიასა და რუსეთს შორის ინფორმაციის გაცვლის ცენტრი შეიქმნა.