ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ტაივანში აშშ-ის კონგრესის დელეგაციაც ჩავიდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ტაივანში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს დელეგაცია ჩავიდა. BBC-ს ცნობით, დელეგაციაში კონგრესის 5 წევრი შედის, რომელსაც დემოკრატი სენატორი ედ მარკი ხელმძღვანელობს.

დელეგაციის წევრები ტაივანის პრეზიდენტს ორშაბათს შეხვდებიან. ვიზიტი დელეგაციის რეგიონული ტურის ფარგლებში ხორციელდება.

ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. პელოსის ვიზიტის შემდეგ ჩინეთმა ტაივანთან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. 

გაეცანით Europetime-ის სტატიას