რუსეთი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შემოსაერთებლად, „რეფერენდუმს“ გეგმავს - ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ფსევდორეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.  ამის შესახებ, ბრიტანული დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი. 

ანგარიშის თანახმად, 11 აგვისტოს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშლინმა განაცხადა, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის თარიღი გამოცხადდება. მისი თქმით, ეს მოხდება „DPR-ის " სრული განთავისუფლების" შემდეგ.

მანამდე შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მოსკოვის მარიონეტები უკრაინის ნაწილების ანექსიისთვის, ყალბ რეფერენდუმებს გამართავენ.