საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1 241.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია, ხოლო 2021 წლის წინასწარ მონაცემებზე 7.7 პროცენტით მეტი.
ორი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2021 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 59.7 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 48.6 პროცენტით (603.6 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა ნიდერლანდები 11.1 პროცენტით (138.3 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე - თურქეთი 8.1 პროცენტით (100.0 მლნ. აშშ დოლარი).
ინვესტორი ქვეყნები და ინვესტიციები:
- გაერთიანებული სამეფო - $603.6 მლნ;
- ნიდერლანდები - $138.3 მლნ;
- თურქეთი - $100 მლნ;
- ჩეხეთი - $80.8 მლნ;
- რუსეთი - $75.5 მლნ;
- გერმანია - $36.2 მლნ;
- ლუქსემბურგი - $34.9 მლნ;
- სეიშელები - $29.9 მლნ;
- საამიროები - $28.3 მლნ;
FDI ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2021 წელს:
- საფინანსო სექტორი - $465.3 მლნ;
- ენერგეტიკა - $185.9 მლნ;
- მრეწველობა - $133.3 მლნ;
- უძრავი ქონება - $110.3 მლნ;
- სოფლის მეურნეობა - $1.9 მლნ;
- ჯანდაცვა - $26.8 მლნ;