ივლისში საქართველოში უცხოეთიდან გადმორიცხულ ფულად გზავნილებში რუსეთი, $100 მილიონით პირველია

ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $306 მლნ (871.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 46.8%-ით (97.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ავრცელებს.

სებ–ის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.2% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივლისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 92.8% მოდიოდა. გზავნილების მოცულობის ზრდით, წინა წლის ივლისთან შედარებით, 1 244%–ით ბელარუსი ლიდერობს, საიდანაც საქართველოში $10,34 მლნ გადმოირიცხა.

ფულადი გზავნილები 2022 წლის ივლისი TOP 5 ქვეყანა:  

რუსეთი - $100,59 მლნ;

იტალია - $35,96 მლნ;

აშშ - $28,56 მლნ;

საბერძნეთი - $19,17მლნ;

ისრაელი - $16,72 მლნ;


2022 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 27.7 მლნ აშშ დოლარი (78.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ივლისის (26.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.8%-ით მეტია.