უკრაინის სახელმწიფო კომპანია Energoatom-ის განცხადებით, ოკუპანტების მიერ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერიოდულმა დაბომბვამ სადგურის უსაფრთხო მუშაობას სერიოზულ საფრთხე შეუქმნა.
ერთ-ერთ ელექტროსადგურზე ავარიულმა დაცვამ იმუშავა და სამი მოქმედი ელექტროსადგურიდან, ერთი ახლა გამორთულია.
14 აგვისტოს გავრცელებული განცხადებით, მსოფლიოს ქვეყანებმა, მათ შორის, საქართველომ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, მისი უშუალო შემოგარენიდან და მთელი უკრაინიდან.
ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ.
Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან, უმსხვილესი ობიექტი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.