ჩინეთი ტაივანის მიმართულებით, 30 თვითმფრინავსა და ხუთ სამხედრო ხომალდს გზავნის

ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელმა არმიამ ორშაბათს 30 საბრძოლო თვითმფრინავი და ხუთი ხომალდი გაგზავნა ტაივანის მიმართულებით, ამის შესახებ კუნძულის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

5 საათისთვის ტაივანის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოაჩინეს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ხუთი ხომალდი და 30 თვითმფრინავი, რომელთაგან 15-მა ტაივანის სრუტის შუა მონაკვეთი გადაკვეთა, ნათქვამია კუნძულის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.

სამხედრო თვითმფრინავებს შორის იყო ერთი Z-9 წყალქვეშა შვეულმფრენი, რვა სუ-30 გამანადგურებელი, ოთხი J-16 და ორი J-11.

უწყების ცნობით, ტაივანმა სიტუაციის მონიტორინგის მიზნით, საჰაერო პატრული გაგზავნა და ასევე განათავსა საზენიტო სარაკეტო სისტემები.

ინეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთის არმია კვლავ ატარებს სამხედრო წვრთნებსა და პატრულირებას ტაივანის გარშემო, კუნძულზე ამერიკელი კონგრესმენების დელეგაციის ვიზიტის საპასუხოდ.

ამერიკელი კონგრესმენების დელეგაცია სენატორ ედ მარკის ხელმძღვანელობით, ტაივანში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა.


კონგრესისი დელეგაციის ვიზიტამდე, ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. პელოსის ვიზიტის შემდეგაც ჩინეთმა ტაივანთან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. 

გაეცანით Europetime-ის სტატიას