უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ლატვიამ ოთხი შვეულმფრენი გადასცა.
ორი შვეულმფრენი Мi-17 და ორი Мi-2 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ნაწილობრივ დაშლილ მდგომარეობაში მიიღეს. გადაცემამდე შვეულმფრენები შეღებეს, ხოლო Mi-17 კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები, შვეულმფრენებს ააწყობს და დასახული მიზნების შესასრულებლად გამოიყენებს.
შეგახსენებთ, რომ ლატვია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც უკრაინას მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია. ლატვიამ უკრაინას, სულ 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების იარაღი და პირადი აღჭურვილობა, უპილოტო საფრენი აპარატები, მშრალი რაციონი, საბრძოლო მასალა, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი მიაწოდა.
ლატვია ასევე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ერთ-ერთი წევრია. ჯგუფი რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, უკრაინის დასახმარებლად შეიქმნა.