ტაივანში აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრების ჩასვლის შემდეგ, ჩინეთმა ტაივანის კუნძულის გარშემო მორიგი სამხედრო წვრთნების წამოწყების შესახებ განაცხადა.

ჩინეთის ხელისუფლებას, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად წვრთნების ჩატარების დრო და არეალი არ დაუსახელებია.

ამერიკელი კონგრესმენების დელეგაცია ტაივანს 14 აგვისტოს ეწვია, მას შემდეგ, რაც კუნძულს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სტუმრობდა.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და კუნძულზე უცხოელი პოლიტიკოსების ვიზიტებს ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვად აფასებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინგმა 15 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩინეთი „მიიღებს გადამწყვეტ და ძლიერ ზომებს ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“ და „ამერიკელი პოლიტიკოსების ჯგუფი“ „ერთი ჩინეთის“ პრინციპის შელახვის განზრახვაში დაადანაშაულა.

14 აგვისტოს ამერიკელი კონგრესმენების დელეგაცია სენატორ ედ მარკის ხელმძღვანელობით, ტაივანში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა.


კონგრესისი დელეგაციის ვიზიტამდე, ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. პელოსის ვიზიტის შემდეგაც ჩინეთმა ტაივანთან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. 

გაეცანით Europetime-ის სტატიას