რუსული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სერბეთმა თავის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზის განთავსებაზე უარი თქვა. სანაცვლოდ ბელგრადმა გადაწყვიტა NATO-სთან თანამშრომლობა გააფართოოს.
გასულ კვირას, სერბეთში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ბოცან-ხარჩენკომ, რუსული სამხედრო ბაზის განლაგების შესახებ განცხადება გააკეთა.
„სერბეთში რუსული სამხედრო ბაზის შექმნა ამ ქვეყნის სუვერენული საქმეა, დამატებით ეს თავად რუსეთის ფედერაციის ინტერესების საკითხია“, - თქვა დიპლომატმა.
ამასთან, მან განაცხადა, რომ სერბეთის პოზიცია ბალკანეთის რეგიონში, სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით გაცილებით ძლიერია ვიდრე ჩანს. დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთი ათვლას ახლა იწყებს.
მანამდე პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ „სერბეთს არავისი სამხედრო ბაზები არ სჭირდება“.
„სერბეთს არავის სამხედრო ბაზები არ სჭირდება. ის შეინარჩუნებს სამხედრო ნეიტრალიტეტს და მოკავშირეებთან ურთიერთობებს. მას არ შერცხვება რუსეთთან, ჩინეთთან, აშშ-სთან და ევროკავშირთან კავშირების და საკუთარ თავზე იზრუნებს“, - განაცხადა გასული კვირის ბოლოს ალექსანდრე ვუჩიჩმა სერბეთის TV Prva-სთან ინტერვიუში.