Azerenergy კასპიის ზღვის სიღრმეში ესტაკადას აშენებს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
ესტაკადის მშენებლობის მიზეზი კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნა გახდა (20 წელიწადში 2 მეტრი), რაც სოფელ შუველანში მდებარე „შიმალის ელექტროსადგურის“ მუშაობას საფრთხეს უქმნის.
მედიის ცნობით, ელექტროსადგური ქვეყანაში სიდიდით მეორეა და ბაქოს ტერიტორიის 40%-ზე მეტს ელექტროენერგიით აწვდის.
„ახალი ესტაკადის მშენებლობის პროცესი მოქმედების მონაცვლეობითი პრინციპით მიმდინარეობს. კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნის გამო, სუმგაითის ელექტროსადგურთან დაკავშირებით ახალი ესტაკადის და წყლის სატუმბი სადგურის მშენებლობა წარმატებით დასრულდა, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო.
აქვე აღვნიშნავთ, რომ „შიმალის ელექტროსადგურის“ ახალი წყალმიმღები კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს არა უცხოური, არამედ ადგილობრივი კომპანია, ამჟამად სამუშაოები ვადას ერთი თვით უსწრებს. ამდენად, 2023 წლის პირველ ნახევარში დიდი პროექტის დასრულება იგეგმება“, - აცხადებენ „აზერენერჯიში“.