აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელის წერილობით განცხადებაშია ნათქვამი.
ოსტინის განცხადებით, მისი ტესტი COVID-19-ზე, რომელიც მან 15 აგვისტოს დილით გააკეთა, დადებითი იყო.
პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, მას კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს და მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში გადავა და სახლში დარჩება.