ჯო ბაიდენის ტესტი COVID19-ზე უარყოფითია

ჯო ბაიდენის ტესტი COVID19-ზე უარყოფითია. ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტის მკურნალი ექიმის კევინ ო'კონორის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან თეთრი სახლის პრესმდივან კარინ ჯან-პიერს გაუგზავნა. 

„უსაფრთხოების მიზნით ჯო ბაიდენი იზოლაციის მკაცრ წესებს დაიცავს იქამდე, ვიდრე მისი მეორე ტესტიც უარყოფითი არ იქნება“, - ნათქვამია წერილში. 

თეთრი სახლის ცნობით, 27 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტის ტესტი COVID19-ზე უარყოფითი იყო.  30 ივლისს ჯო ბაიდენს კორონავირუსი ხელმეორედ დაუდასტურდა. 

თეთრმა სახლმა 21 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბადენს კორონავირუსი დაუდასტურდა.