თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ანკარა ყოველთვის მხარს უჭერდა სირიის კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტას. თურქი დიპლომატის შეფასებით, „სირიის რეჟიმს არ სჯერა პოლიტიკური გადაწყვეტის, მას სჯერა სამხედრო გადაწყვეტის“.
"თურქეთი თვლის, რომ შერიგება აუცილებელია სირიაში ხანგრძლივი მშვიდობისთვის, - განაცხადა ჩავუშოღლუმ და დაამატა, რომ ანკარა მტკიცედ უჭერს მხარს სირიის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„სირიაში არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ასევე გვემუქრება: PKK/PYD/YPG. დაეშის და სხვა რადიკალური ტერორისტული ორგანიზაციების ნარჩენებისგან ქვეყანა სრულად უნდა გაიწმინდოს. ეს მნიშვნელოვანია თურქეთის უსაფრთხოებისა და სირიის სტაბილურობისთვის“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.