აშშ-ის პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდა

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი COVID19 დაუდასტურდა. მას მსუბუქი სიმპტომები აქვს.

პირველი ლედი პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად ისვენებდა სამხრეთ კაროლინაში, როდესაც ორშაბათს სიმპტომები განუვითარდა.

ჯილ ბაიდენს დაუნიშნეს ანტივირუსული პრეპარატი და მინიმუმ ხუთი დღით იზოლირებული იქნება.

თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჯო ბაიდენს კოვიდტესტი სამშაბათს ჩაუტარდა და მას ვირუსი არ დაუდასტუდა, მაგრამ CDC-ის რეკომენდაციის შესაბამისად, 10 დღის განმავლობაში ნიღაბს ატარებს. 

ჯო ბაიდენი კორონავირუსისგან ახლახან განიკურნა.