შეერთებული შტატები გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას, უკრაინული ხორბლის შესაძენად $68 მილიონს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
თანხა 150 000 ტონამდე უკრაინული ხორბლის შესყიდვაზე დაიხარჯება. მარცვლეულს სავარაუდოდ სომალის ნახევარკუნძულის ქვეყნების მოსახლეობა მიიღებს, სადაც ისტორიული გვალვაა და მილიონობით ადამიანს შიმშილის ზღვრისკენ უბიძგებს.
შეგახსენებთ, რომ ივლისის ბოლოს უკრაინამ, თურქეთმა, გაერომ და რუსეთმა ხელი მოაწერეს „მარცვლეულის შეთანხმებას" უკრაინული მარცვლეულის საზღვაო ექსპორტის გარანტიების შესახებ.