საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე მეხის დაცემის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა

ხმელთაშუა ზღვაში მდებარე საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე მეხის დაცემის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სალაშქროდ იმყოფებოდა, როდესაც შტორმში მოყვა. დაშავებული კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ამასთან, ხანგრძლივი გვალვის შემდეგ, ქვეყანას შტორმი სამშაბათს დაატყდა თავს.