თურქეთის ვიცე პრეზიდენტი ფუატ ოქტაი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯინბეკ კულუბაევს შეხვდა.
პრეზიდენტის კომპლექსში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობები განიხილეს.
ამ კონტექსტში ფუატ ოქტაი და ჯინბეკ კულუბაევი ორ ქვეყანას შორის ვაჭრობაში ეროვნული ვალუტების გამოყენებისა და თურქულ-ყირგიზეთის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმდნენ.
შეხვედრაზე გაიმართა კონსულტაციები იმ საკითხებზე, რომლებიც შესაძლოა, თურქეთ-ყირგიზეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დღის წესრიგში შევიდეეს, რომელიც მიმდინარე წელსაა დაგეგმილი.
ამასთან, მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს თურქეთის სახელმწიფოთა ორგანიზაციის (OTG) საქმიანობას.
ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე აკილბეკ ჯაფაროვი (29 სექტემბერს - 2 ოქტომბერს) ბურსაში ვიზიტს გეგმავენ.