დონეცკის ოლქში მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში მთავარი დეპარტამენტის თანამშრომლებმა დახმარება 601 ადამიანს გაუწიეს, მათ შორის 15 ბავშვი და 22 ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ინფორმაცია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან 9795 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
დონეცკის ოლქს, რომელიც ოკუპანტების მუდმივი თავდასხმის ქვეშაა, გაზი არ მიეწოდება, აქვს წყალმომარაგების პრობლემაა. დონეცკის ოლქში 24 თებერვლამდე, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, 1 670 000 ადამიანი ცხოვრობდა.