სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა განაცხადა, რომ სლოვაკეთის მთავრობა არ შეწყვეტს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, მიუხედავად რუსეთის ყველა მცდელობისა, გავლენა მოახდინოს მის ქვეყანაში საზოგადოებრივ აზრზე.
მინისტრის თქმით, სლოვაკეთის მხრიდან სამთავრობო ინიციატივის არც თუ ისე დიდი მხარდაჭერა, მის ქვეყანაში რუსულ პროპაგანდას უკავშირდება, რომელიც უკრაინაში იარაღის მიწოდების დაბლოკვის მიზნით გააქტიურდა.
„რუსული პროპაგანდა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეცვალოს მოსახლეობის დამოკიდებულება, შეაჩეროს ან დაბლოკოს შემდგომი სამხედრო დახმარება, რომელიც უკრაინას მიეწოდება, მაგრამ ამ მთავრობამ, რა თქმა უნდა, გადაწყვიტა დაეხმაროს უკრაინელებს - ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ოკუპაცია“, - განაცხადა იაროსლავ ნადმა.
ბრატისლავაში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის GLOBSEC-ის თანახმად, სლოვაკეთში გამოკითხულთა მხოლოდ ნახევარი უჭერს მხარს გამანადგურებლების მიყიდვას კიევისთვის, რათა უკრაინას რუსული აგრესიისგან დაცვაში დაეხმაროს.
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრს, იაროსლავ ნადს, უკრაინისთვის MIG-29-ების ფლოტის გადაცემა 300 მილიონ ევროდ სურს.