თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინაში, ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა.
დღეს ერდოღანი, ზელენსკი და გუტერეში უკრაინის ქალაქ ლვოვში შეიკრიბნენ, რათა ხსენებული საკითხის გარდა განეხილათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დიპლომატიური საშუალებებით და გააქტიურონ მექანიზმი, რომელიც ახლახან შეიქმნა უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის.
„ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვინდა ახალი ჩერნობილი, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და გაეროს გენერალურ მდივანთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ.
საერთაშორისი საზოგადოება მოსკოვს მოუწოდებს, გაიყვანოს ძალები ხსენებული ტერიტორიიდან, რადგან მის მიერ განხორციელებული დაბომბვები ბირთვული ავარიის რისკებს ზრდის. გაერო ადგილზე მისი ექსპერტების დაშვებას მოითხოვს.