აშშ-მ ოკუპირებულ ყირიმში კიევის დარტყმებს მხარდაჭერა გამოუცხადა - Politico

აშშ მხარს დაუჭერს ოკუპირებულ ყირიმზე თავდასხმებს, თუ კიევი ამას საჭიროდ ჩათვლის, აშშ-ის ოფიციალურმა პირმა გამოცემა Politico-ს განუცხადა.

„სამიზნეებს ჩვენ არ ვადგენთ. რა თქმა უნდა, უკრაინას იარაღი თავდაცვის მიზნით მივაწოდეთ, თუმცა ნებისმიერი სამიზნის განსაზღვრა, რომელსაც სუვერენული უკრაინის მიწაზე ჩათვლიან საჭიროდ, თავდაცვით ხასიათს ატარებს“, - ამბობს ამერიკის ოფიციალური პირი Politico-ს ცნობით.

ამავე გამოცემასთან უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ მხარდაჭერის ეს გზავნილი კიევში მიღებულია. 

არცერთი უკრაინელი ოფიციალურ პირი საჯაროდ არ აღიარებს კიევის მონაწილეობას ოკუპირებულ ყირიმში მომხდარ აფეთქებებში, თუმცა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში 18 აგვისტოს განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და პარტნიორების მიერ მიწოდებული იარაღი არ შეიძლება, გამოყენებული იყოს რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არ ეხება ყირიმს.

უკრაინა ოკუპორებულ ყირიმში სულ მცირე სამი აფეთქების უკან დგას - საკის საჰაერო ბაზაზე, საბრძოლო მასალის საცავში, მაისკში და გვარდეისკოეში, ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის მთავრობის მოხსენებაში, რომელიც CNN-ს უკრაინის ოფიციალურმა პირმა მიაწოდა.

საკის ავიაბაზაზე აფეთქება 9 აგვისტოს მოხდა. განადგურდა სულ მცირე შვიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავი და დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი. უკრაინას არ აუღია პასუხისმგებლობა აღნიშნულ ჩანაწერზე. სამშაბათს ყირიმში კიდევ ერთი აფეთქება დაფიქსირდა - ამჯერად მაისკეში, საბრძოლო მასალის საცავში და გვარდეისკოეს აეროდრომზე. რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ინციდენტი მაისკში დივერსიის შედეგი იყო, მაგრამ მათ არ დაუკონკრეტებიათ დივერსიის სახეობა ან ვის თვლიან, მასზე პასუხისმგებლად.

შეგახსენებთ, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, უკრაინულმა Forbes-მა დათვალა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე 9 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შემდეგ, განადგურებული ავიატექნიკის ღირებულება, $650-$850 მილიონია.