რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის რაიონის სოფელ ტიმონოვოს მახლობლად საბრძოლო მასალის საცავს ცეცხლი გაუჩნდა. ბოლო ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.
გუბერნატორის თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
ზუსტი ზარალი ჯერ უცნობია.
ბელგოროდის რეგიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, ორი სოფლის - ტიმონოვოსა და სოლოტის ევაკუაცია განხორციელდა.