ევროპის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ძლიერი შტორმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქარის მიერ წაქცეულ ხეს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა ავსტრიასა და იტალიაში, ასევე საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე.
ამასთან, ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა კუნძულ კორსიკაზე გაანადგურა რამდენიმე ბანაკი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა, რომელიც კორსიკაში ხუთშაბათს ჩავიდა, განაცხადა, რომ დაშავებულია 20 ადამიანი, მათგან ოთხი კი განსაკუთებით მძიმედ.