ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ „არ აქვს სურვილი, ბელორუსმა უკრაინის წინააღმდეგ იომოს“ და „ბელორუსიდან უკრაინაში შეჭრა არ მზადდება“.
„თვენ არ იფიქროთ, რომ აქ რამე შეთქმულებას ვგეგმავ და უკრაინაზე თავდასხმას ვაპირებ, ან ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინა დაიბომბება. არა, მე არ მაქვს არანაირი სურვილი, რომ ჩემმა და თქვენმა შვილებმა იომონ. რისთვის? ჩვენ უნდა დავმშვიდდეთ. არანაირი უკრაინა დღეს არ ომობს. დღეს რუსეთს NATO-ს ბლოკი და პირველ რიგში ამერიკა ეომება“, - აცხადებს ლუკაშენკო.
პოლონური მედიის ცნობით, რუსეთი ბელორუსის სამხრეთ ნაწილში, ბრესტის რეგიონში ლუნინკაში, სამხედრო ბაზასა და აეროდრომს აფართოებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე ლუნინეცის სამხედრო აეროდრომი რეზერვი იყო და არ გააჩნდა სტრატეგიული მნიშვნელობა. იანვარში აეროდრომს ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვია და ამ ვიზიტიდან რამდენიმე დღეში, ეს ობიექტი რუსეთის ძალებმა დაიკავეს.
გომელის მახლობლად მდებარე ლუნინკას, ბარანოვიჩისა და ზიაბროვკას სამხედრო ბაზები რუსული არმიის მთავარი სტრატეგიული ცენტრებია ბელორუსში. აგვისტოში ზიაბროვკას ბაზა სარაკეტო სროლის შედეგად დაზიანდა.