ბრიტანეთის პრემიერ-მნოსტრობის კანდიდატი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი, რუსეთის პრეზიდენტის „დიდი ოცეულის“ ქვეყნების სამიტზე მიწვევას მხარს უჭერს. ამის შესახებ Bloomberg წერს.
ამასთან, გასულ თვეში დებატებზე ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ პუტინთან პირისპირ შესახვედრად მზადაა.
ბრიტანეთის პრემიერობის მეორე კანდიდატი რიში სუნაკი აცახდებს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტზე არ უნდა დაუშვან, ვიდრე მოსკოვი უკრაინაში ომს არ შეწყვეტს.
G20-ის სამიტი, ინდონეზიაში სექტემბერშია დაგეგმილი. დღეს ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ინდონეზიაში, მიმდინარე წლის ნოემბერში G20-ის სამიტზე ჩასვლას გეგმავენ.