სოჭში რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს

რუსული მედიის ცნობით, სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევის შეხვედრა მიმდინარეობს. 

მანამდე, ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა. 

„უმაღლეს დონეზე რეგულარული დიალოგის გაგრძელებისას, დაგეგმილია სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის რუსეთ-ყაზახეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხების განხილვა“, - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში. 

ყასიმ-ჟომართ თოყაევი სოჭში, აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ ჩავიდა.