გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ოდესაში ჩავიდა. გუტერეში პორტს ეწვია, საიდანაც განბლოკვის შესახებ გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, მარცვლეულის ექსპორტი ხორციელდება.
„გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ისტორიაში პირველად სტუმრობს ოდესას“, - განაცხადა რეგიონულმა ადმინისტრაციამ.
17 აგვისტოს მდგომარეობით, გემებმა 600 000 ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქცია გადაზიდეს. 20 აგვისტოს გაეროს გენერალური მდივანი პრეზიდენტ ერდოღანის მიწვევით ოდესიდან სტამბულში გაემგზავრება, სადაც ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრსაც ეწვევა. მანამდე ის ლვოლვში სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობდა.