უკრაინული მედია: ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში ძლიერი აფეთქება მოხდა

ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში, ევპატორიასა და ბახჩისარაიში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"ბახჩისარაიში აფეთქებები სამხედრო აეროდრომზე მოხდა. ქალაქებში რუსეთის საჰაერო თავდაცვითი სისტემა ამოქმედდა", - განაცხადა საოკუპაციო მთავრობის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვიმ.